გედი

გედი 

 გედები, ფრინველები ივისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 180 სმ აღწევს, წონა 13 კგ. აქვთ გრძელი კისერი. კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გედების 6 სახეობა გაერთიანებულია 2 გვარში:  პირველი მოიცავს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ამერიკაში; მეორე გვარში შედის 1 სახეობა - შავი გედი,რომელიც ავსტრალიასა დატასმანიაში ბინადრობს.საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება სისინა(ანუ წითელნისკარტა) გედი და მყნვანი გედი მონოგამები არიან. მამალი ეხმარება დედალ ბუდის შენებაში. დებენ 5-7 (12-მდე) კვერცხს. დედალი 35-40 დღის განმავლობაში კრუხობს. იკვებებიან მცენარეული საკვებით და წყლის უხერხემლო ცხოველებით. ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს. გამოსადეგია გედების ბუმბული და ხორცი. სისინა გედს აშინაურებენ.

No comments:

Post a Comment